ბიუჯეტი არის ადგილი, სადაც ერთ ეკრანზე ხედავ შენი ბიზნესის მთელ ფულს. რამდენი შემოვიდა რამდენი გავიდა და ბოლოს — რეალურად მოგებაში ხარ თუ არა არ გჭირდება ცალკე Excel, არ გჭირდება დათვლა — ყველაფერი უკვე დათვლილია.
ჩვეულებრივ კომპანიაში დღის ბოლოს ვიღაც ზის Excel-თან და ხელით კრეფს: გაყიდვებს, ხელფასებს, შესყიდვებს. ერთი პატარა შეცდომაც კი საკმარისია, რომ ბოლოს ციფრები აღარ დაემთხვეს — და მერე ყველაფერი თავიდან გადასამოწმებელია.
AutoGraph-ში ყველაფერი ავტომატურად ხდება. როცა გაყიდვას აკეთებ, სერვისს ასრულებ, ხელფასს იხდი ან თანხას აბრუნებ — ეს ყველაფერი პირდაპირ ჩნდება ბიუჯეტში.
შენ არაფერს წერ და არაფერს ასწორებ — უბრალოდ ხედავ უკვე დათვლილ, სწორ შედეგს.
თითოეული თანხა თავის კატეგორიაში ხვდება — გაყიდვა, სერვისი, ხელფასი, ქირა, საწვავი და სხვა. შედეგად ზუსტად ხედავ, რა შემოგაქვს და რაში გეხარჯება ფული.
ყველა თანხა ერთ ეკრანზე გროვდება — საიდან შემოვიდა და სად გავიდა. შენ ზუსტად ხედავ, რამდენს გამოიმუშავებ და რამდენს ხარჯავ.
რაც ხდება შენს ბიზნესში, მაშინვე აისახება აქ. ხედავ ვინ გააკეთა ოპერაცია, რა მოხდა და რა თანხა დაემატა ან გამოაკლდა. არაფერი იკარგება და ყველაფერი გასაგებია.
ყველაფერი გათვლილია ისე, რომ შენ მარტივად აკონტროლო ფული — ზედმეტი მუშაობის გარეშე.
გაყიდვები, სერვისი, ხელფასები და ხარჯები ერთ ეკრანზე გროვდება. აღარ გჭირდება სხვადასხვა ფაილების და ცხრილების შემოწმება.
ზუსტად ხედავ, სად მოდის ფული და რაში იხარჯება — გაყიდვა, სერვისი, ხელფასი, ქირა და სხვა.
ნებისმიერ დროს ხედავ: რამდენი შემოვიდა, რამდენი გავიდა და რა დაგრჩა.
მარტივად ადარებ თვეებს — იზრდება ბიზნესი თუ არა, ერთი შეხედვითვე მიხვდები.
ნებისმიერ თანხაზე შეგიძლია ნახო — საიდან მოვიდა და ვინ შექმნა. არაფერი არის „უცნობი“.
თუ რაღაც ხარჯი სისტემიდან არ მოდის (მაგ: ქირა), მარტივად შეგიძლია თავად დაამატო.
ერთ კლიკში გადმოწერ მონაცემებს Excel-ში და პირდაპირ მუშაობას აგრძელებ.
ხედავ რეალურად მოგებაში ხარ თუ არა — კვირის, თვის თუ წლის მიხედვით.
ჩვენი დემო-გარემოში ჩავტვირთავთ შენს ერთი თვის მონაცემებს და ცოცხლად ვაჩვენებთ, რა უცვნობი ციფრები გამოჩნდება — რა ხარჯებს ვერ ხედავ დღეს.